თავში

რეზო თაბუკაშვილი "ლიტერას" ჟიურის შემადგენლობას ტოვებს

რეზო თაბუკაშვილი "ლიტერას" ჟიურის შემადგენლობას ტოვებს
რეზო თაბუკაშვილი ლიტერას ჟიურის შემადგენლობას ტოვებს

მწერალი რეზო თაბუკაშვილი ლიტერატურული კონკურსის "ლიტერას" ჟიურის შემადგენლობას ტოვებს. 

"FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ეხლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ.

მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა.

ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ - ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი.

პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი," - წერს რეზო თაბუკაშვილი Facebook-ზე. 

შეგახსენებთ, კონკურს "ლიტერას" თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო კონკურსანტები ეთიშებიან. კონკურსს უკვე გამოეთიშნენ მწერლები, პოეტები და დიზაინერი: ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა, მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ქაშიაშვილი, თეონა ჭანიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ელენე კვირკველია, ზვიად კვარაცხელია, ნათია გიორგაძე, ირინა ტაბაღუა, ანდრო დადიანი, ნინო სამყურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი შონია, ეკა ქევანიშვილი და დიზაინერი ნატალია ავალიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system