თავში

რიკოთზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

რიკოთზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
რიკოთზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

რიკოთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის მოძრაობა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ინტენსიური წვიმის შედეგად რიკოთის გვირაბთან მეწყრული პროცესების განვითარებამ მოძრაობა შეაფერხა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system