თავში

რიკოთზე, გზის მშენებლობისას მუშა დაშავდა

რიკოთზე, გზის მშენებლობისას მუშა დაშავდა
რიკოთზე, გზის მშენებლობისას მუშა დაშავდა

საავტომობილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშა დაშავდა. ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

"უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარომებისას, რომელსაც ასრულებს „China Road and Bridge Corporation“, დაშავდა ბულდოზერის ოპერატორი. მას ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია.

საავადმყოფოში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს „China Road and Bridge Corporation“. კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან.

მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system