თავში

რიკოთზე მაგისტრალის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა - PHOTO

რიკოთზე მაგისტრალის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა - PHOTO
რიკოთზე მაგისტრალის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა - PHOTO

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე სამშენებლო ობიექტი ჩამოინგრა. ინფორმაციას ამის შესახებ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები" ავრცელებს. დაშავებულია სამი ადამიანი. სამივე მათგანი აღნიშნულ ობიექტზე მუშაობდა.

ამ დროისათვის საავადმყოფოში ერთი ადამიანი რჩება ხოლო ორის მდგომარეობა მსუბუქი იყო და მალევე გაწერეს.

როგორც report.ge -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებს. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system