თავში

რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია - გზების დეპარტამენტის განცხადება

რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია - გზების დეპარტამენტის განცხადება
რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია - გზების დეპარტამენტის განცხადება

რიკოთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის აღდგენის მიზნით, უსაფრთხოების დამატებითი სამუშაოები გრძელდება, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო მიმოსვლის უახლოეს საათებში აღდგენის მიზნით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთზე, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

"ამ დროისათვის მიწის ნაშალისაგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ბეტონის ბლოკებისაგან გზის დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილმა მიწის მასამ შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების აუცილებელი ღონისძიებები და გზაზე შეიზღუდაავტო ტრანსპორტის მოძრაობა. 

დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

გზის გაწმენდის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რის შემდეგაც გაგრძელდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი სამუშაოები", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system