თავში

რიონის მცველების აქცია და ხმაური გუმათში

რიონის მცველების აქცია და ხმაური გუმათში
რიონის მცველების აქცია და ხმაური გუმათში

რიონის ხეობაში, კომპანია ,,ენკას" ბაზასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. რიონის ხეობის მცველებმა გზა გადაკეტეს და კომპანიის მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. 

ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, ავტომობილი უკან გააბრუნეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ გზის გადაკეტვას მშვიდობიანად ცდილობენ, მძღოლთან დაპირისპირებაში კი პროვოკატორები შევიდნენ, რომლებიც ადგილზე სიტუაციის ასარევად მიაგზავნეს.

რიონის მცველებმა გზაზე დერეფანი მოაწყეს, რომლითაც მხოლოდ გუმათისკენ მიმავალი ადამიანები ისარგებლებენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეები ხეობაში ,,ენკას" მანქანებს არ შეუშვებენ და არც პროტესტს შეწყვეტენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system