თავში

"ამ ცხოვრების დედაც" - წარწერა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კედელზეც გააკეთეს

"ამ ცხოვრების დედაც" - წარწერა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კედელზეც გააკეთეს
ამ ცხოვრების დედაც - წარწერა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კედელზეც გააკეთეს

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა სასწავლო დაწესებულების კედელზე წარწერა, "ამ ცხოვრების დედაც" გააკეთეს.

მოსწავლეებმა სამგლოვიარო აქცია გამართეს. მათ გლოვის ნიშნად სანთლები დაანთეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმით ახალგაზრდები უსამძიმრებენ და თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.

დედაქალაქსა და რეგიონებში ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს აქციებით გამოეხმაურნენ. მოქალაქეებმა საპროტესტო წარწერები - ,,სისტემა კლავს", "ამ ცხოვრების დედაც" - სხვადასხვა ქუჩასა და კედლებზე გააკეთეს.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system