თავში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია

"ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"როდესაც მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ის უკვე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. აქედან გამომდინარე, ნაკლებია შანსი, საშიში ვითარება იყოს. ჩაუტარდა კვლევა და არ დადასტურდა კორონავირუსი", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა საშიში მდგომარეობა, მინისტრთან მიმართებაში, რადგან მას ქონდა შეხება თანაშემწესთან, ტიკარაძემ თქვა, რომ მისთვის ეს შემთხვევა საშიში არ არის.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

დღეიდან, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system