თავში

"ტვ პირველმა" მუქარის წერილი მიიღო - PHOTO

"ტვ პირველმა" მუქარის წერილი მიიღო - PHOTO
ტვ პირველმა მუქარის წერილი მიიღო  - PHOTO

 "ტვ პირველმა" მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ტელეკომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს სამართალდამცველებს.

წერილში იმ კიბერთავდასხმაზეა საუბარი, რომელიც სხვადასხვა დროს, რამდენიმე ტელეკომპანიაში განხორციელდა. წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ მათ ყველა ინფორმაცია აქვთ, რომლებსაც ტელეკომპანიები ინახავდნენ არქივში და მზად არიან ეს მასალა ფართო საზოგადოებაში გაავრცელონ. წერილის ავტორები 500 ბიტკოინის ჩარიცხვას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართების გრაფაში თითქმის ყველა ტელეკომპანიის ელექტრონული მისამართია მითითებული. სავარაუდოა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი, "ტვ პირველის" გარდა, სხვა ტელეკომპანიებმაც მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system