თავში

მინისტრი: თუ დავარღვევთ მოთხოვნებს, რისკის წინაშე დავდგებით

მინისტრი: თუ დავარღვევთ მოთხოვნებს, რისკის წინაშე დავდგებით
მინისტრი: თუ დავარღვევთ მოთხოვნებს, რისკის წინაშე დავდგებით

როგორც კი დავარღვევთ მცირედით მაინც იმ მოთხოვნებს, რომელიც მოწოდებულია კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით, მომენტალურად, რისკის წინაშე დავდგებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მინისტრი იმედოვნებს, რომ მოქალაქეები, ისევე როგორც დღეს, საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

„იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობის ქცევა, რომელიც შესწავლილი იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში, არავითარ შემთხვევაში არ შეიცვალოს. როგორც კი ჩვენ დავარღვევთ მცირედით მაინც იმ მოთხოვნებს, რომელიც მოწოდებულია კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით და ეს არის სოციალური დისტანცირება, ნიღბის მუდმივი ტარება და ნებისმიერი სხვა მოწოდება, ჩვენ მომენტალურად დავდგებით რისკის წინაშე და დავიწყებთ იმ პიკის მაჩვენებლებზე საუბარს, რომელზეც ორი თვეა ვსაუბრობთ და ასე ვცდილობდით, რომ გადაგვევადებინა. ვთვლი, რომ მთელმა საქართველომ ამ გადავადებაში შეიტანა წვლილი და მათ გაწიეს დიდი შრომა. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით და შესაბამისად, მათი ქცევა დარჩება ისეთი, როგორიც უნდა იყოს“, – განაცხადა მინისტრმა ,,მოამბის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system