თავში

რისკჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს ონლაინ სწავლების უფლება ექნებათ

რისკჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს ონლაინ სწავლების უფლება ექნებათ
რისკჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს ონლაინ სწავლების უფლება ექნებათ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, არჩევანის საშუალება ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობა.

„აქვე, მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რომლებსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ეს არის წერტილოვანი მართვა სკოლების, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში, ეს იქნება მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში ერთვება რაიონული ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

15 თებერვლიდან მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system