თავში

რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი აქამდე არსებულისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი აქამდე არსებულისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი აქამდე არსებულისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემდეგ უკვე რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, არსებული შტამისგან უფრო სწრაფი გადამდებობით ხასიათდება. 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი შტამი ჩნდება. იყო ადრეც რამდენიმე ინფორმაცია ახალ შტამთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ არ დადასტურდა. 

უკვე ივლისში იყო სარწმუნო ინფორმაცია, რომ გაჩნდა ახალი შტამი, როგორც ახლა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის შტამი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა არსებული, კლასიკური შტამისგან, მას არ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული თვისებები, ერთადერთი, მას ახასიათებდა ცოტა მეტი გადამდებობა, მაგრამ არ მოქმედებდა სიკვდილობის მაჩვენებელზე. რაღაც ამის მსგავსია ახლაც, ინგლისში, ამ ახლად აღმოჩენილ შტამთან დაკავშირებით. ინგლისის სამხრეთ ნაწილებშია ეს შტამი აღმოჩენილი და იქ საკმაოდ ფართოდ გავრცელდა. ითვლება, რომ დღეს ინგლისში ინფიცირებულთაგან 30 პროცენტი ინფიცირებულია სწორედ ამ ახალი შტამით და ეს არ არის პატარა პროცენტი. ის ვრცელდება უფრო ადვილად. მისი გადამდებობის, ანუ კონტაგიოზურობის კოეფიციენტი არის უფრო მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივი შტამის, რომელის კონტაგიოზურობის კოეფიციენტიც ჩეულებრივ არის 2.5. 

საქართველომაც აქედან გამომდინარე მიიღო ზომები. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოლო დროს აღარ გადიოდნენ სავალდებულო კარანტინს, მაგრამ ახლა ინგლისიდან შემოსულებისთვის ისევ შემოიღეს. თვითონ ინგლისში გამკაცრდა ლოკდაუნი, მიუხედავად იმისა, რომ შობა მოდის და შობა ინგლისელების წმინდათა წმინდა დღესასწაულია. იქ ლოკდაუნი კი არ შერბილდა, როგორც ჩვენ გვინდა აქ შევარბილოთ, არამედ გამკაცრდა და ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ლოქდაუნია" - განაცხადა ცერცვაძემ. 

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ცნობილია, რომ ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ფრენები კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო შეაჩერა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით გამოვლენილი ახალი SARS-CoV-2 70%-ით უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system