თავში

საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან სპეცრეისით ჩამოიყვანენ

საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან სპეცრეისით ჩამოიყვანენ
საქართველოს მოქალაქეებს ბერლინიდან სპეცრეისით ჩამოიყვანენ

ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ამ დრომდე, სამი ათასამდე მოქალაქის დაბრუნება მოვახერხეთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, -ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ უახლესი დღეების განმავლობაში იყოს გაწერილი კონკრეტული ის მიმართულებები, საიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა.

ჩვენ ვიღებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ისინი გადიან 14 დღიან კარანტინს. დღეს უკვე განხორციელდება ბერლინის რეისი, რომელიც დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, ხვალ განხორციელდება რეისი თბილისის მიმართულებით, რომელიც ჩამოიყვანს საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და ასევე, წაიყვანენ თავიანთ მოქალაქეებს,"-განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, გაწერილია 2 კვირის გეგმა და სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილია სპეციალური რეისები, ევროპის ყველა მიმართულებით, სადაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ირკვევა აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან 5 კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system