თავში

მარნეულში აზერბაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო

მარნეულში აზერბაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო
მარნეულში აზერბაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო

მარნეულის რაიონში აზერბაიჯანელი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო. ძეგლის რესტავრაციის ინიცაიატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაა, რომელიც იმ პარკის განახლებასაც გეგმავს, სადაც ნარიმანოვის ძეგლია განთავსებული.

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, იგეგმება მარმარილოს ქვების ახლით ჩანაცვლება და მიმდებარე ტერიტორიის სრულად განახლება.

აზერბაიჯანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ნარიმან ნარიმანოვი ერთი პერიოდი მარნეულის სოფელ ყიზილგაჯლიში მასწავლებლად და ექიმად მსახურობდა.

წელს აზერბაიჯანელ მწერალს 150 წელი შეუსრულდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system