თავში

რა შემთხვევაში არ დაწესდება შეზღუდვები - იმნაძის განმარტება

რა შემთხვევაში არ დაწესდება შეზღუდვები - იმნაძის განმარტება
რა შემთხვევაში არ დაწესდება შეზღუდვები - იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, თუ მოქალაქეები რეგულაციებს დაიცავენ, შეზღუდვები საჭირო არ იქნება.

"შეზღუდვა არავის უნდა. მე თვითონ რა, მომწონს? ერთი წელიწადია, მეგობრებთან ერთად არსად ვყოფილვარ და მეც ძალიან მინდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ არ შეიძლება. ჩვენ, ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ბალანსი დავიცვათ შეზღუდვასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის. არჩევანი არის ეს – აქეთ შეზღუდვა, აქეთ ადამიანის სიცოცხლე, შუაში კი რეგულაციებია და თუ რეგულაციებს დავიცავთ, შეზღუდვები არ დაგვჭირდება. ვიმეორებ, შეზღუდვა არავის არ უნდა, არც ეპიდემიოლოგს და არც ექიმს, მაგრამ არც ის გვინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იღუპებოდნენ", – განაცხადა იმნაძემ "პირველი არხის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system