თავში

რა შემთხვევაში არ დადგება შეზღუდვების აუცილებლობა - ხუნდაძის განმარტება

რა შემთხვევაში არ დადგება შეზღუდვების აუცილებლობა - ხუნდაძის განმარტება
რა შემთხვევაში არ დადგება შეზღუდვების აუცილებლობა - ხუნდაძის განმარტება

შეზღუდვების გამკაცრება ან შემსუბუქება დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე, ეპიდვითარების მიმდინარეობა კი ჩვენს ქცევაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებას აქცია ხელს უწყობს.

„თუ წესებს დავიცავთ, რა თქმა უნდა ეპიდვითარება არ გართულდება და შეზღუდვების საჭიროება არ დადგება. წესების არდაცვის ერთ-ერთი ფორმა არის აქცია, როდესაც ფიზიკური დისტანცირება არ ხდება, პირბადე ბევრს არ უკეთია, წესებს არ იცავს და იქვე ითხოვს, რომ შეზღუდვები ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. არადა სწორედ ის ლოკაცია, სადაც ამას აპროტესტებენ და აფიქსირებენ არის ხელშემწყობი იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს და იძულებული გახდეს მთავრობა და ეპიდემიოლოგები შეზღუდვები გაამკაცრონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system