თავში

როდემდე აიკრძალა ქორწილების და ქელეხების გადახდა?

როდემდე აიკრძალა ქორწილების და ქელეხების გადახდა?
როდემდე აიკრძალა ქორწილების და ქელეხების გადახდა?

შეზღუდვა, რომელი ქორწილის, ქელეხის ან იუბილეს გადახდას ეხება 15 ივლისამდე იქნება ძალაში. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დაშვებულია მხოლოდ 10 ადამიანის შეკრება.

ანრი ოხანაშვილის თქმით შეზღუდვები გავრცელდება მხოლოდ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც მთავრობა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს აწესებს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით კი, მთავრობას შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system