თავში

როდესაც დასისხლიანებული ვიყავი, ყელზე თავშალი შემომახვიეს, მეუფეს თვალში არ გაეჩხიროო - ლომჯარია ბენეფიციარის წერილზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ჯერჯერობით, ასეთი არ იკვეთება მეუფე სპირიდონის უშუალო მონაწილეობა ბავშვებზე ძალადობის ფაქტებში. 

მან გადაცემა "პოსრტ სკრიპტუმში" ერთ-ერთ ყოფლი ბენეფიციარის წერილი გაიხსენა, სადაც თავშესაფრის ბინადარი მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ომბუდსმენს წერს.

"ჯამში 20-მდე არასრულწლოვანს და სრულწლოვან პირს გავესაუბრეთ ან მე. ან ჩემი წარმომადგენელი. არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ უშუალოდ მეუფე სპირიდონი იყო ჩართული ძალადობის პროცესში.

ერთ-ერთი გოგონა გვწერს, რომ როდესაც დასისხლიანებული ვიყავი, ყელზე მეტყობოდა კვალი, მეორე დღეს კი შემოდიოდა მეუფე სპირიდონი, ყველას დაგვბანეს, თავზე წაგვაკრეს თავშალი და მე კისერზეც შემომახვიეს, მეუფეს რომ არ შეემჩნია, ისიც მითხრეს, მოეფარე და თვალში არ გაეჩხიროო“ - აღნიშნა სახახლო დამცველმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system