თავში

როდიდან დაიწყება უმუშევრებისთვის 200 ლარიანი დახმარების გაცემა?

როდიდან დაიწყება უმუშევრებისთვის 200 ლარიანი დახმარების გაცემა?
როდიდან დაიწყება უმუშევრებისთვის 200 ლარიანი დახმარების გაცემა?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას ინფორმაციით დახმარებების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება. საუბარია იმ ფულად დახმარებაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა დააანონსა. ის პირები ვინც კრიზისის დროს სამსახური დაკარგეს 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. ასევე ერთჯერად დახმარებას მიიღებენ თვითდასაქმებულები, რომლებიც საქმიანობას ვერ აგრძელებენ. 

„პირველ რიგში, დახმარებას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბაზებში და შემოსავლების სამსახურის ბაზებში უკვე იდენტიფიცირებული არიან. ესენი არიან ფორმალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ; ადამიანები, რომლებიც უკვე არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ან 100 000-ს ქვემოთ და ისინი მრავალშვილიანები არიან; ასევე, შშმ პირები მძიმე და ღრმა შეზღუდვით და შშმ ბავშვები. ჩვენს ვებგვერდზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ საშუალება ექნებათ, 15 მაისიდან რეგისტრაცია გაიარონ. მერე უკვე რეგისტრაციიდან ორი კვირის განმავლობაში მოხდება საბუთების შესწავლა და თვით დასაქმებულებისთვის ეტაპობრივი გადარიცხვა“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system