თავში

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - კალაძის განმარტება

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - კალაძის განმარტება
როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - კალაძის განმარტება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლოს, იმ შემთხვევაში თუ დარგის სპეციალისტების მითითება იქნება. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით მერიაში ბევრი ზარი შედის, თუმცა, მან არ იცის კონკრეტული ვადა, როდის დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში მუშაობას.

„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით დარგის სპეციალისტებს, როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system