თავში

როდის არის მოსალოდნელი კორონავირუსის პიკი - თამარ გაბუნიას განცხადება

როდის არის მოსალოდნელი კორონავირუსის პიკი - თამარ გაბუნიას განცხადება
როდის არის მოსალოდნელი კორონავირუსის პიკი - თამარ გაბუნიას განცხადება

კორონავირუსის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი მაჩვენებელი არ ასახავს ეპიდემიის ტენდენციას. ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელთა გამოვლენაც აღდგომის დღესასწაულის პერიოდში არ მოხდა და შესაბამისად არ განხორციელდა ანგარიშგებაც. ამიტომ COVID 19-ის პიკური მაჩვენებლები მაისის შუა რიცხვებში გამოვლინდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 315 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 296 532, გარდაიცვალა 4 207 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system