თავში

როდის ჩატარდება პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა და რა შედეგი ექნება მას - ცერცვაძის განმარტება

როდის ჩატარდება პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა და რა შედეგი ექნება მას - ცერცვაძის განმარტება
როდის ჩატარდება პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა და რა შედეგი ექნება მას - ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ერთ კვირაში პოსტკოვიდური ავადმყოფობის სინდრომის კვლევას დაიწყებს, რისთვისაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500 პაციენტი შეირჩევა, - ამის შესახებ Report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

ცერცვაძის თქმით, მიღებული შედეგებით შეისწავლიან პოსტკოვიდური სინდრომისთვის დამახასიათებელ თვისებებს, რათა ამ გართულების მქონე პაციენტების მკურნალობა გამარტივდეს. 

"პოსტკოვიდური ავადმყოფობის სინდრომის კვლევა გულისხმობს, რომ გამოკვლეული იქნება 500 პაციენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღებული იქნება სია, თუ რომელი პაციენტები იყვნენ დაინფიცირებულები ბოლო 3 თვის მანძილზე, ვინ გაეწერა კლინიკიდან, ვინ მკურნალობდა ბინაზე. ისინი შემთხვევითი პრინციპით მოხვდებიან კვლევაში, რათა თანაბრად იყოს შერჩეული ქალი, კაცი, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, სხვდასხვა რაიონში მცხოვრებლები და მათი გამოძახება მოხდება ტელეფონის მეშვეობით. გამოძახებულებს შორის იქნებიან ყველა კატეგორიის ადამიანები, ისინი ვინც მძიმედ გადაიტანეს ვირუსი, ვინც მსუბუქად გადაიტანა, ან სულაც უსიმპტომოდ ჰქნდა ვირუსი, ვინც ბინაზე მკურნალობდა და სხვა. მათ ჩაუტარდებათ კორონავირუსზე კლინიკური და ლაბორატორიული კვლევა, ანუ გამოკვლეული იქნება ყველა ის მაჩვენებელი, რაც პოსტკოვიდურ სინდრომს ახასიათებს. 

შედეგი იქნება ის, რომ ეს კვლევა საქართველოში ჩატარდება პირველად და ერთ-ერთი პირველი იქნება მსოფლიოში. ჯერჯერობით მსოფლიოში, ინგლისელების მიერ ჩატარებულია ერთი პერიოდული კვლევა, მაგრამ ის არის რეტროსპექტრული, ანუ მათ პაციენტების ისტორიები შეისწავლეს. ჩვენი იქნება პროსპექტრული, გამოვიძახებთ ტელეფონებით იმ პაციენტებს ვინც კოვიდი გადაიტანეს და მათ დავაკვირდებით. შედეგად გვეცოდინება, თუ რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ქალებში უფრო ხშირია თუ კაცებში, დაკავშირებულია თუ არა პოსტკოვიდური სინდრომის სიხშირე ასაკობრივი მაჩვენებლებსა და გადატანის სიმძიმესთან, რომელი გამოვლინებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს  უმეტესად და ა.შ. ყველაფერი ეს იქნება დეტალურად შესწავლილი და დაიდება რეკომენდაციები, რომლითაც შემდეგ ქვეყანა იხელმძღვანელებს პოსტკოვიდური სინდრომის მართვის კუთხით. 

ამას განვახორციელებთ ჩვენ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი, ეს არ უნდა შეგვეშალოს პოსტკოვიდური პაციენტების მომსახურებაში, ეს იქნება ცალკე კვლევა, რომელიც ერთ კვირაში დაიწყება", - განუცხადა Report.ge-ს თენგიზ ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system