თავში

როდის და რა რეგულაციებით განაახლებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი

როდის და რა რეგულაციებით განაახლებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი
როდის და რა რეგულაციებით განაახლებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ჯანდაცვის სამინისტრო, სამი დღის ვადაში, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტულ რეკომენდაციებს გადაუგზავნის თუ როგორ და რა რეგულაციების დაცვით უნდა განაახლოს მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 

მგზავრობისას მოქალაქეებს პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. მუდმივად განხორციელდება ტემპერატურის მონიტორინგი, რა საშუალებით ამაზე სამინისტროში ჯერ კიდევ მსჯელობენ. რა რაოდენობის მგზავრების გადაადგილება იქნება დაშვებული, ჯერჯერობით უცნობია.

მთავარ რეკომენდაციებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს. ცენტრში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მინიმალური დატვირთვით მუშაობას გულისხმობს.

"მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს ადამიანთა შეზღუდული რაოდენობით ყოფნას ტრასნსპორტში და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას,"-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა. 

რაც შეეხება თარიღს, ამ ეტაპზე უცნობია, არდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე. დედაქალაქის მერია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system