თავში

როდის და რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში - მინისტრის განმარტება

როდის და რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში - მინისტრის განმარტება
როდის და რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში - მინისტრის განმარტება

ოთხ პროცენტზე თუ ჩამოვა დადებითობის მაჩვენებელი, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პირველ თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გამოკლებით, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას საკლასო ოთახებში. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბუნებრივი გარემო სწავლისთვის არის საკლასო ოთახი. რაც შეეხება თბილისს, რუსთავის და ქუთაისის სკოლებთან დაკავშირებით, როგოც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველ მარტს გაგრძელდება სწავლა საკლასო ოთახებსი, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში 4-პროცენტიანი მაჩვენებელი ინფიცირების. თუ პირველ მარტამდეც 7-დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა ოთხ პროცენტზე, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. 

ჩვენ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ოთხ პროცენტზე თუ ჩამოვა შვიდდღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 6%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system