თავში

როდის და რომელი ვაქცინით უნდა აიცრათ "ბუსტერული დოზა" - თამარ გაბუნიას განმარტება

როდის და რომელი ვაქცინით უნდა აიცრათ "ბუსტერული დოზა" - თამარ გაბუნი
როდის და რომელი ვაქცინით უნდა აიცრათ ბუსტერული დოზა - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“- დოზით იმუნიზაცია.

მისი თქმით, "ასტრაზენეკას" ბუსტერისთვის არ ვიყენებთ.

"უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბუსტერის" გამოყენება დავიწყეთ. „ბუსტერით“ 20 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აიცრნენ. „ბუსტერი“, შესაძლოა, ყველა ვაქცინის შემდეგ გამოვიყენოთ. „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში, რამდენადმე განსახვავებული რეგულაცია გვაქვს - „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილ პირებს შეუძლიათ, აიცრან ამავე ვაქცინებით - „ბუსტერ“- დოზა გაიკეთონ. თუ ეს არის 60 წლამდე პირი, ეს დოზა ეკუთვნის 6 თვის შემდეგ. 60 წლის ზემოთ პირებში, 3 თვეშია დასაშვები „ბუსტერ“-დოზის გაკეთება. მათ ასევე, შეუძლიათ, „ფაიზერით“ აიცრან. ანუ, თუ გადაწყვეტენ, რომ შეცვალონ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ და აიცრან „ფაიზერით“, ესეც დასაშვებია. რაც შეეხება „ფაიზერით“ აცრილებს, ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ, მესამე დოზა 6 თვის თავზე კეთდება. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ორი დოზით აცრილებს, ასევე შეუძლიათ ჩაიტარონ „ფაიზერით“ აცრა მესამე დოზის სახით, მეორე აცრიდან, 6 თვის შემდეგ. თავად „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ "იმედზე".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system