თავში

როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას - ცერცვაძის პროგნოზი

როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას - ცერცვაძის პროგნოზი
როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას - ცერცვაძის პროგნოზი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ ვაქცინა მიიღო, კორონავირუსის პანდემია, 2021 წლის ზაფხულში შესუსტდება და ქვეყნის მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

„თუ ვაქცინა მივიღეთ თებერვალ-მარტში, რისი იმედიც აქვს ჩვენს ხელმძღვანელობას, მაშინ იმას, რომ ჩატარდეს ვაქცინაცია და გამომუშავდეს იმუნიტეტი, დასჭირდება კიდევ რამდენიმე თვე და დიდი ალბათობით, ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზაფხულში დავუბრუნდებით. წელიწადის დროის თვალსაზრისითაც, შედარებით ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რომ პანდემიის ძალა შესუსტებული იყოს. მე ასე მგონია, ჩემი პირადი, როგორც ექსპერტის მოსაზრება ასეთია“, – განაცხადა ცერცვაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 345 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი.

ამავე პერიოდში, გარდაიცვალა 51 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system