თავში

როდის დაიწყება საქართელოში 6 თვიდან ბავშვების აცრა კორონავირუსზე

როდის დაიწყება საქართელოში 6 თვიდან ბავშვების აცრა კორონავირუსზე
როდის დაიწყება საქართელოში 6 თვიდან ბავშვების აცრა კორონავირუსზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები იმუნიზაციის პროცესში ჩართოს.

როგორც ჩხეიძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის, 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფის ვაქცინაცია შესაძლებელი გახდება.

“ჩვენი გადაწყვეტილება ჩავრთავთ თუ არა 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფს იქნება დაფუძნებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. ეს რეკომენდაცია აუცილებლად იქნება, უბრალოდ დროის ფაქტორია. წარმოუდგენელია პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციით.

აშშ-ში დეკემბრისთვის 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დასრულდება კვლევა. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტული რეკომენდაცია 6 თვის ზემოთ, ყველა პედიატრიული ასაკის ბავშვის აცრასთან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის მიერ, ამერიკის CDC-ის მიერ. როგორც კი ეს კვლევები დასრულდება, ამის შემდგომი ნაბიჯი არის შემდგომი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ქვეყნისთვის გახდება საკმარისი იმისათვის, რომ მათ შეცვალონ ასაკობრივი ჯგუფები.

ვფიქრობთ, რომ ჩვენ შემოდგომისთვის ალბათ გავაფართოვებთ და მივიღებთ 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფს და შესაძლებელია, უკვე 2022 წლიდან საქართველომ 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას. რა თქმა უნდა, ამის უკან ვაქცინების მომარაგების საკითხიც დგას. ასაკობრივი ჯგუფის გაზრდას აუცილებად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რაოდენობით ვაქცინა. ჯერჯერობით ეს ეხება Pfizer-ს,” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system