თავში

როდის დაიწყება საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია - LIVE

როდის დაიწყება საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია
როდის დაიწყება საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია - LIVE

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინით აცრის პროცესი საქართველოში სამშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყება.

"საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. მე მინდა ყველა პარტნიორ ორგანიზაციას მადლობა ვუთხრა, ვინც ვაქცინის მიღებაში დაგვეხმარა. დღეს საღამოდან Pfizer-ის ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. ამდენად, მოქალაქეს ექნება საშუალება არჩევანი გააკეთოს ორ ვაქცინას შორის. Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. Pfizer-ით ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე. ნახეთ, რომელ ქალაქებსა და კლინიკებში იქნება შესაძლებელი Pfizer-ით ვაქცინაცია.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system