
საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაღებს, დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს, რომ 30 დეკემბერი სამუშაო დღეა და ამიტომ არდადეგები თბილისის ბაღებში 31 დეკემბრიდან დაიწყება.
როგორც report.ge-ს განათლების სამინისტროდან აცნობეს, სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი მომავალი წლის 15 იანვარს განახლდება.