თავში

როდის დასრულდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია - მერიის განმარტება

როდის დასრულდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია - მერიის განმარტება
როდის დასრულდება ჭავჭავაძის გამზირის  რეაბილიტაცია - მერიის განმარტება

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა.

ბენდელიანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც ასფალტის საბოლოო ფენის დაგება დაიწყება. მისივე განმარტებით, სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება. 

„თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, ეს არის წყალი, წყალარინები, სანიაღვრე და ა.შ ახალი ქსელის მოწყობის დროს ბუნებრივია მას სჭირდება ახალი ჭის სახურავები. როდესაც ქვედა ფენის ასფალტის საფარის დაგება ხდებოდა, იმის გამო, რომ მას მანქანით გადაადგილებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა და გზაზე არ ყოფილიყო ჭის სახურავები წამოწეული, მოხდა მასზე ასფალტის ქვედა ფენის გადაგება ,მაგრამ ყველა ჭის ნიშნული იყო მანამდე აღებული . ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს , რომ ახლა მიმდინარეობს სწორედ ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც მოხდება უკვე საბოლოო ფენის ასფალტის საფარის დაგება. ასევე, იცით, რომ რეაბილიტაციის ეტაპების მიხედვით იკეტებოდა ჭავჭავაძის გამზირი, იმის გამო, რომ გადაადგილების მხრივ კოლაფსი არ მიგვეღო. რამდენიმე თარიღი იყო მერიის მხრიდან გაჟღერებული კონკრეტული ეტაპების გახსნასთან დაკავშირებით და სამუშაოების დასრულება ზუსტად იმ თარიღებში ხდებოდა, რომელსაც წინასწარ ვაანონსებდით“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system