თავში

როდის დასტაბილურდება ეპიდსიტუაცია - იმნაძის განმარტება

როდის დასტაბილურდება ეპიდსიტუაცია - იმნაძის განმარტება
როდის დასტაბილურდება ეპიდსიტუაცია - იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდის შეჩერება, ქვეყანაში შეზღუდვების ამოქმედებიდან 2 კვირის შემდეგ უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, პირველ რიგში, სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს, რის შემდეგაც შემთხვევების კლებაც მოსალოდნელია.

„პირველ რიგში, ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და კორონავირუსის შემთხვევების მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერ კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს, პირველ დღეებში. პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი და საერთო რაოდენობა 102 270-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1161 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები მკაცრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system