თავში

როდის გაიხსნება ღია აუზები

როდის გაიხსნება ღია აუზები
როდის გაიხსნება ღია აუზები

ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საცურაო აუზების გახსნის შესახებ. 

„უნდა იყოს რაღაც რიგითობა დაცული. ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისა. რა თქმა უნდა გაიხსნება აუზებიც, მაგრამ შესამუშავებელი იქნება გარკვეული განსხვავებული წესები. სასტუმროში არიან ფიქსირებული ადამიანები, ვინც არიან ამ სასტუმროების დამსვენებლები. ღია აუზებზე ადამიანები შედიან ასე ვთქვათ ქუჩიდანაც. ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ამიტომ ყველაფერი გაიხსნება, ოღონდ თავის დროზე“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system