თავში

როდის გამოჩნდება გრიპის ვირუსი საქართველოში - ამირან გამყრელიძის განმარტება

როდის გამოჩნდება გრიპის ვირუსი საქართველოში - ამირან გამყრელიძის განმარტება
როდის გამოჩნდება გრიპის ვირუსი საქართველოში - ამირან გამყრელიძის განმარტება

გრიპის ვირუსი ნოემბრის შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსზე ვაქცინახია პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფში შემავალმა პირებმა უნდა ჩაიტარონ. 

„მოგეხსენებათ, სამი კვირაა, დავიწყეთ მონიტორინგი გრიპის და რესპირაციული ვირუსის. ცირკულაციაში ჯერ ჩანს მხოლოდ რინოვირუსი და თავისთავად კოვიდი. ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ამას ველით, რომ იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ, აიცრან იმ მაღალი რისკის ჯგუფგები, ვისთვისაც ჩვენ პირველი პარტია – ვაქცინის 25 000 დოზა შემოვიტანეთ. ესენია – ორსულები, ბაღების აღმზრდელები, შიდსიანები, ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, მუხუცთა, ბავშვთა სახლები. განაწილებულია, ყველა მუნიციპალიტეტში არის და სამწუხაროდ დღეისთვის მხოლო 5 000 ადამიანია აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system