თავში

როდის გამოიდარებს და დათბება საქართველოში

როდის გამოიდარებს და დათბება საქართველოში
როდის გამოიდარებს და დათბება საქართველოში

3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება. 

დღეს, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

8 ოქტომბრიდან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და შედარებით დათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში 8-12 ოქტომბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 8 ოქტომბრიდან აქაც გამოიდარებს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ზოგგან +27 გრადუსამდეც კი გათბება. 

8 ოქტომბრიდან უნალექო ამინდს ელოდებიან მაღალ მთაშიც. საშუალო ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system