თავში

როდის გამოიდარებს საქართველოში - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში - გარემოს სააგენტოს პროგნოზი
როდის გამოიდარებს საქართველოში - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგნეტოს პროგნოზით, 24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 

სინოპტიკოსები გამოდარებას 27 სექტემბერს პროგნოზირებენ. მათი ცნობით, ქვეყანაში +20, +25 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system