თავში

როდის გამოვლინდება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული

როდის გამოვლინდება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული
როდის გამოვლინდება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული

პირველი გამარჯვებული გამოვლინდება ხვალ. ეს მოხდება 12:00 საათზე და პირველი გამარჯვებული გამოვლინდება დღევანდელი დღის ჩათვლით ყველა ვაქცინირებული ადამიანებიდან. შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ, 12:00 საათზე განახორციელებს პირველ გათამაშებას, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge, როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში.

„მონაცემები განახლდება ყოველდღიურად. დღევანდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდება ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა დღეს, მას უკვე შესაძლებლობა ექნება, ხვალ მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. შესაბამისად, სანამ ეს გათამაშება იქნება, იგივე პრინციპით განხორციელდება მონაცემების მიწოდება და შემდეგ გათამაშება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

დეტალური ინფორმაცია ვაქცინაციის წამახალისებელი ლატირიის შესახებ იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system