
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული მაშინ, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება განსხვავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როდესაც დარგის სპეციალისტები გვეტყვიან, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა," - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.