თავში

როდის გასდის ვადა საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს - თამარ გაბუნიას განმარტება

როდის გასდის ვადა საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს - თამარ გაბუნიას განმარტება
როდის გასდის ვადა საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს - თამარ გაბუნიას განმარტება

კარგია ის, რომ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მღელვარება ვაქცინების შენახვის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინაციის პროცესი არსებული ტემპით გაგრძელდება, ვადის ამოწურვამდე ვაქცინების ათვისება შესაძლებელია.

„ქვეყანაში არსებული Pfizer-ის მარაგის ნაწილს ვადა ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე, ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაციას მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად Pfizer-ის ვაქცინებს, თუ მათი შენახვა ხდებოდა -90 - -60 გრადუსის პირობებში, კიდევ დამატებით 3 თვე აქვთ. მოქმედების ვადა. ასე რომ ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო. სანერვიულო არის ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღები და გადარჩეს მეტი სიცოცხლე“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system