თავში

როდის იქნება შესაძლებელი აგარის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება

როდის იქნება შესაძლებელი აგარის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება
როდის იქნება შესაძლებელი აგარის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება

დაბა აგარის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აგარაში მცხოვრები 3 400 ადამიანი სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით სარგებლობას შეძლებს.

აგარაში მოძველებული წყლის სისტემების გამო, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს სატუმბი სადგური და წყალსადენის ქსელი, ასევე არსებული სათავე ნაგებობები, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იან წლებშია აგებული. პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, დაგეგმილია ახალი და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system