თავში

როდის იქნება საქართველოში მეხუთე ტალღა - განმარტება

როდის იქნება საქართველოში მეხუთე ტალღა - განმარტება
როდის იქნება საქართველოში მეხუთე ტალღა - განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა, სავარაუდოდ, ოქტომბერშია მოსალოდნელი.

"ზუსტად არავინ იცის როდის იქნება მეხუთე ტალღა, მაგრამ იქნება როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, რადგან სრული ვაქცინაცია ვერ მოესწრო. 

მე პირადად, ვირუსის მეხუთე ტალღას ოქტომბრის ბოლოსთვის ველოდები", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2 192 ინფიცირებული. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system