თავში

როდის მიიღება ვაქცინაციის პროცესის წახალისების გადაწყვეტილება - თამარ გაბუნიას განმარტება

როდის მიიღება ვაქცინაციის პროცესის წახალისების გადაწყვეტილება - თამარ
როდის მიიღება ვაქცინაციის პროცესის წახალისების გადაწყვეტილება - თამარ გაბუნიას განმარტება

ვაქცინაციის წახალისების საკითხთან დაკავშირებით დღეს ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესის წახალისების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მთელი რიგი ეთიკური ასპექტების გათვალისწინება. 

"წახალისების სხვადასხვა მექანიზმი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს. ამერიკაში აქტიურად იყენებენ ამ მექანიზმებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან. წახალისების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან გადაწყვეტილება იქონიოს და რაღაცნაირად შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მოკლედ, მთელი ეს საკითხები იქნება დამუშავებული. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო მეტად კონკრეტული პაკეტი გვექნება იმისთვის, თუ რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება", - განაცხადა თამარ გაბუნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system