თავში

როდის მივიღებთ Novavax-ისა და Jonson&Jonson-ის ვაქცინას

როდის მივიღებთ Novavax-ისა და Jonson&Jonson-ის ვაქცინას
როდის მივიღებთ Novavax-ისა და Jonson&Jonson-ის ვაქცინას

5 000-მე ადამიანის დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია, - ამის ესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, Novavax-ისა და Jonson&Jonson-ის ვაქცინას COVAX პლატფორმიდან საქართველო სავარაუდოდ ივლისში მიიღებს.

"შესაძლოა, იმედგაცრუება გამოიწვიოს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე რეკავს და ვაქცინა არ არის, მაგრამ მოკლე ხანში გვექნება Sinopharm-ის დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, Sinovac-იც რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ასევე Covax-დან მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან Novavax და Jonson&Jonson დაემატოს.

პროცესი საკმაოდ აქტიურია. 5 000-მე ადამიანის დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის არიან განწყობილნი, უნდა დაელოდონ საკუთარ დოზას. მეც ველოდები ჩემს დოზას, ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დაველოდები, ვიდრე მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ იქნება მოცული", - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system