თავში

როდის მოიხსნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები

როდის მოიხსნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები
როდის მოიხსნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ განიხილება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მიზეზად სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით არსებული საფრთხე სახელდება. 

"კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნა, ჩვენს მიერ წარმოდგენილი გეგმით, გათვალისწინებულია ბოლო ეტაპზე", - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია.

„გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა 27 აპრილამდეც დაშვებული იყო და 27 აპრილიდან ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაშვება გავაკეთეთ, ოღონდ მეწარმე სუბიექტებს ვუთხარით, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შემოწმდებიან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას, ვინაიდან, სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system