თავში

როდის მოიხსნება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში

როდის მოიხსნება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში
როდის მოიხსნება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისსა და რუსთავში შეზღუდვები ძალაში რჩება, თუმცა უახლოეს დღეებში აღნიშნული ქალაქებიც გაიხსნება. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system