თავში

როდის მთავრდება სწავლა

როდის მთავრდება სწავლა
როდის მთავრდება სწავლა

საქართველოში 2019-2020 სასწავლო წლები, აკადემიურ წლად არ გამოცხადდება, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით სასწავლო წელი ჩატარდა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში და ტელე-სკოლის პირბებში და სასწავლო წელი შედგა. 

„განათლებაში გადავდგით ძალიან ადრე ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სკოლებში შეგვემცირებინა ინფიცირებულთა რაოდენობა და 4 მარტიდან სკოლებში განათლების პროცესი შეწყდა. ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, არამხოლოდ განათლების სფეროში ინფიცირების შესაჩერებლად, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. თუმცა ამისი შემდგომ, განათლების სამინისტრომ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით მეთორმეტე კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს.

განცხადება პრემიერ-მინისტრმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს გააკეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system