თავში

როდის შეეძლებათ ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ პირებს - გაბუნიას განმარტება

როდის შეეძლებათ ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ პირებს - გაბუნიას განმარტება
როდის შეეძლებათ ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ პირებს - გაბუნიას განმარტება

55 წელს ზემოთ პირებისთვის რეგისტრაცია, დღეს, 18:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"სულ 8909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6893 "ასტრაზენეკას", 2016 პირი კი "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა 5 აპრილიდან ექნებათ", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამასთან, ვაქცინას მიიღებენ დიალიზზე მყოფი პაციენტები.

30 მარტს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც, ხოლო უახლოეს მომავალში ასაკობრივი ზღვარი 55 წლამდე დაიწევს. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system