თავში

როდის შემოვა გრიპის ვაქცინა საქართველოში

როდის შემოვა გრიპის ვაქცინა საქართველოში
როდის შემოვა გრიპის ვაქცინა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამრელიძის თქმით, წელს სახელმწიფო 200 000 დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს. მისივე ინფორმაციით, 50 000 დოზა დღეს უნდა შემოსულიყო, ხოლო დარჩენილ 150 000 დოზას ქვეყანა ოქტომბერში მიიღებს.

როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, გრიპის ვაქცინას სავარაუდოდ კერძო სექტორიც შემოიტანს. მისი თქმით, გრიპზე ვაქცინაცია საყოველთაო არ არის და კალენდარულ აცრებში არ შედის. 

„ძალიან მნიშვნელოვანია გრიპზე აცრა, ჩვენთან ეს კულტურა ბოლო 7-8 წელია ინერგება, ყოველწლიურად აცრილთა რაოდენობა იზრდება. აცრა საყოველთაო არ არის, არ შედის კალენდარში, ნებაყოფლობითია. ძირითადად რისკჯგუფები იცრებიან. წელს სახელმწიფო 200 000 ათასი დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს, პასუხისმგებელი ამაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრია. პირველი 50 000 დოზა დღეს უნდა შემოსულიყო. 150 000 ათასი დოზა კი ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა. აქედან გამომდინარე, უკვე იყო შიდა განხილვა, უნდა განვიხილოთ იმუნიზაციის საბჭოზეც, პირველ რისკჯგუფებს ვის დავიწყებთ. რისკჯგუფები არიან ძირითადად სამედიცინო პერსონალი, ორსულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ალბათ გრიპის ვაქცინას კერძო სექტორიც შემოიტანს, როგორც ყოველწლიურად ხდება ხოლმე, მაგრამ ეს საერთო მარაგების დაახლოებით 25%-ია ხოლმე", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system