თავში

როდის შეუძლია კოვიდგადატანილს ვაქცინის გაკეთება - ცერცვაძის განმარტება

როდის შეუძლია კოვიდგადატანილს ვაქცინის გაკეთება - ცერცვაძის განმარტება
როდის შეუძლია კოვიდგადატანილს ვაქცინის გაკეთება - ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კოვიდგადატანილმა პაციენტებმა გადატანიდან 3 თვის განმავლობაში ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ. 

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, სამი თვის განმავლობაში დაცულები არიან.

,,არის კანონი, რომ კოვიდგადატანილმა პაციენტებმა, გადატანიდან 3 თვე არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, ვინაიდან ისინი 3 თვე ისედაც დაცულები არიან. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გაიკეთონ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი. ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, 3 თვის შემდეგ კი, მე პირველი ვიქნები, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. მეორე მხრივ კი, მანამდე, მე სხვას დავუთმობ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიკეთებ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system