თავში

როდის უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

როდის უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია
როდის უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში გადაადგილების დროულმა შეზღუდვამ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება შეაკავა.

მისი განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ მოქალაქეებს დისკომფორტი შეუქმნა, თუმცა, მისი პროგნოზით, აღნიშნული შეზღუდვის შენარჩუნება დიდ ხანს არ იქნება საჭირო.

"მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც იქნა გამოყენებული, დროულად და სწორად, ეს იყო მობილობის დაგდება ქვეყანაში. მესმის, რომ ეს რთულია. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ მხარეს ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system