თავში

როდის უნდა გაიკეთოთ ბუსტერი, თუ ორჯერ აცრილი ხართ და ვირუსიც გადაიტანეთ

როდის უნდა გაიკეთოთ ბუსტერი, თუ ორჯერ აცრილი ხართ და ვირუსიც გადაიტანეთ
როდის უნდა გაიკეთოთ ბუსტერი, თუ ორჯერ აცრილი ხართ და ვირუსიც გადაიტანეთ

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, როდის უნდა გაიკეთოთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზა, თუ ორჯერ აცრილი ხართ და ვირუსიც გადაიტანეთ.

„საუკეთესო, მანეიტრალიზირებელი ძალის ანტისხეულები აქვთ იმ ადამიანებს სისხლში, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ვაქცინა გაკეთებული, მათ ეძახიან ე.წ. სუპერ იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, ჰიბრიდული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს.

ამ შემთხვევაში, როდესაც „ომიკრონის“ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ვადები უნდა იყოს შემდეგნაირად დაცული – თუ მე მაქვს ვაქცინა გაკეთებული „სინოფარმი“/„სინოვაკი“ 3 თვის შემდეგ შემიძლია ბუსტერი, „ფაიზერზე“ და „ასტრაზენეკაზე“ 5 თვის მერე.

მაგრამ ამასობაში მე თუ დამემართა ინფექცია, ინფექციის გადატანიდანაც გასული უნდა იყოს 30 დღე და მეტი. ორივე ვადა როდესაც იქნება თანხვედრაში, ანუ გასული პერიოდი და გადატანიდან 30 დღე, შემიძლია წავიდე და გავიკეთო ბუსტერული დოზა. 

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, სამწუხაროდ, დიდად შემცირებულია. „ფაიზერის“ ორი დოზის შემთხვევაში, „ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ძალის ეფექტიანობა 35%-ია. თუ ადამიანი იმატებს ბუსტერ დოზას, დაცვა იზრდება 75%-მდე. „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ საჭიროა „ფაიზერის“ ბუსტერის მიღება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system